|
2015-02-18 21:29:26, 513 ნახვა
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მეტროსადგურთან სანიაღვრე კოლექტორი დაზიანდა, რამაც მეტროსადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბულიტაციო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს საღამოს 20:30 საათიდან, მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მუშაობის განახლებამდე, მეტროსადგურების მონაკვეთებზე „ღრმაღელე-დიდუბე“ და „ღრმაღელე-გურამიშვილი“ და პირიქით, მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მეტროსადგურის აღნიშნული მონაკვეთებით მოსარგებლე მგზავრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)