|
2026-04-07 11:13:19, 2630 ნახვა
პოლიტიკა
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ქართულ ოცნებას" გრანტების შესახებ კანონში კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. ცვლილების თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საკონსულოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, თუ ეს დაფინანსება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებსა და მიდგომებს ემსახურება. ახლა აზუსტებენ, რომ გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. განმარტებით ბარათში წერია, ეს ისედაც ასე იგულისხმებოდა, უბრალოდ კანონი ისე დავწერეთ, სხვაგვარადაც იკითხებოდა და ვაზუსტებთო. რეალობა კი ისაა, რომ ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ", - წერს ქურდოვანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)