12:56 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 11:12:33, 2487 ნახვა

პოლიტიკა
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა

The Jerusalem Post- ის ცნობით, რუსეთის დაზვერვამ ირანს გადასცა ისრაელის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 55 მნიშვნელოვანი ობიექტის დეტალური სია. გამოცემა ინფორმაციას უკრაინის დაზვერვაზე დაყრდონობით იუწყება. კერძოდ, ინფორმაცია მიიღეს უკრაინის დაზვერვასთან კავშირის მქონე წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს მიხედვით, რუსეთისგან მიღებული ინფორმაცია ირანს მისცემს ისრაელის ენერგოსისტემაზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობას.

გამოცემა წერს, რომ სამიზნე ობიექტები მათი სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: ელექტროენერგიის წარმოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა განადგურება ზიანს მიაყენებს ისრაელის ნაციონალურ ენერგოსისტემას, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ენერგოობიექტები, რომლებიც მსხვილ დასახლებულ პუნქტებს ემსახურებიან და ასვეა რეგიონული ქვესადგურები.

უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთის მიერ ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის მიზანია, ის რომ გაიმყაროს კავშირი ირანთან დაახლო აღმოსავლეთში გამოიწვიოს ახალი კრიზისი, რათა უკრაინაში ომისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს რუსეთ-ირანის ალიანსზე და აფრთხილებს ყველას, რომ უკრაინის ბრძოლის ველებზე რუსეთის მიერ მიღებული "ცოდნა" ახლო აღმოსავლეთში ექსპორტირდება. 

"რუსებმაც დაეხმარნენ მათ, ისევე როგორც ირანელებმა დაეხმარნენ [რუსეთს] ომის დასაწყისში, როდესაც მათ შაჰედები მისცეს, მათ დიდი ცოდნა მიიღეს ბრძოლის ველზე და ეს გავლენას ახდენს და გავლენას მოახდენს სხვა რეგიონებზე", - განაცხადა ზელენსკიმ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსულმა მხარემ კი უარყო, რომ მათი ქვეყანა ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics