|
2026-04-07 00:07:50, 9922 ნახვა
ეკონომიკა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა. ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა. თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას. ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერ სიჯანსაღე. სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში - მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული. უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას. ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)