2016-03-31 20:39:11, 985 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 14 ადამიანი
თურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად ამ დროის მონაცემებით 4 ადამიანი დაიღუპა და 14 -ზე მეტი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე დაღუპული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. რაც შეეხება დაშავებულებს, დაშავებულებთა შორის არიან როგორც რიგითი მოქალაქეები ასევე სამართალდამცველები.
აფეთქება დიარბაქირში, საქალაქთშორისო ავტოსადგურის მიმდებარედ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან