|
2026-04-04 22:42:00, 8293 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, ერდოღანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას უკრაინისა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მხრივ ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. "უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში ახალ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ეს ძირითადად ეხება სფეროებს, რომლებშიც თურქეთის მხარდაჭერა შეგვიძლია: ექსპერტიზა, ტექნოლოგია და გამოცდილება. ერთმანეთის დახმარების მტკიცე პოლიტიკური მზაობა არსებობს და ჩვენი გუნდები მომდევნო დღეებში დეტალებზე მუშაობას დაასრულებენ. განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების შესასრულებლად, ასევე ბუნებრივი აირის საბადოების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობებიც". ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანსა და თურქეთს უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აფასებენ "ამ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას".
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)