|
2026-04-03 16:15:43, 6784 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საკუთარ სამთავრობო პლატფორმა Max-ზე წერს, რომ "დროა, რუსეთმა შეწყვიტოს ტოლერანტული დამოკიდებულება" მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ. "დროა შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების სამხედრო-ეკონომიკურ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის "ქვეყანა 404-ის" [უკრაინა]", - დაწერა დიმიტრი მედვედევმა. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა "უფრო დიპლომატიური ფორმით", როდესაც სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდად ეკიდება ერევნის ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან, თუმცა თქვა, რომ სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად ორ გაერთიანებაში - ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)