|
2026-04-03 14:50:32, 6224 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს - ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც ამჯერად მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან, პროცესს არ ესწრება. როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, რამდენიმე წუთის წინ, სხდომაზე დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდაო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება. საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ნიკა მელიამ პროცესის დაწყებამდე "პირველებს" განუცხადა, რომ მათი ინტერესია, საქმეზე განაჩენი მაქსიმალურად სწრაფად დადგეს - "გავიგოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მორიგ ჯერზე ხელისუფლებას, ნიკას დამატებით ტოვებენ საპყრობილეში, თუ გამოიყენებენ სხვა ალტერნატიულ სასჯელს"
მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)