|
2026-03-30 11:20:21, 2814 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს „ირანისთვის ნავთობის წართმევა“, ვენესუელას მსგავსად
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს „ირანში ნავთობის ჩამორთმევა“, ვენესუელის სცენარის მიხედვით. მან ეს განცხადება Financial Times-თან ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ნავთობის ჩამორთმევას ემხრობა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში დიქტატორ ნიკოლას მადუროს დატყვევების შემდეგ ნავთობის ინდუსტრიის „განუსაზღვრელი ვადით“ კონტროლს გეგმავს. „გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი საყვარელი საქმე ირანში ნავთობის ჩამორთმევა იქნებოდა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: „რატომ აკეთებთ ამას?“ მაგრამ ეს სულელი ხალხია“, - თქვა მან. ტრამპის ასეთი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ხარგის კუნძულის ჩამორთმევას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ირანის ნავთობის უმეტესი ნაწილი ექსპორტირდება. „შეიძლება ხარგის კუნძული ჩამოვართვათ და შეიძლება არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით მოგვიწევს ყოფნა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპს ასევე ჰკითხეს ხარგის კუნძულზე ირანის თავდაცვითი პოზიციების მდგომარეობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი აზრით, „მათ არანაირი თავდაცვითი პოზიცია არ გააჩნიათ“. „ჩვენ ამას ძალიან მშვიდად შევძლებთ“, - განაცხადა ტრამპმა. თუმცა, ირანის ნავთობობიექტების ხელში ჩაგდების მუქარის მიუხედავად, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. შენიშვნა: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას, რათა ტრამპს უფრო ფართო სამხედრო ვარიანტები შესთავაზოს და რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, რაც შეიძლება მოიცავდეს სპეციალური დანიშნულების ძალებს და ქვეითთა რეიდებს. ადრე, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოკავშირეებს ანიშნებს, რომ მას არ აქვს ირანში სახმელეთო შეჭრის დაუყოვნებელი გეგმები, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ათასობით ჯარისკაცი განლაგდა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)