17:52 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 12:01:12, 1008 ნახვა

საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქი იოანე X - ვავედრებთ უფალსა ღმერთსა ილია მეორის სულის საცხონებლად

ანტიოქიის პატრიარქმა იოანე X-მ გულწრფელი სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

2026 წლის 19 მარტს დამასკოდან გაგზავნილ წერილში ანტიოქიის პატრიარქმა გამოხატა ანტიოქიის ეკლესიის მორწმუნეთა მწუხარება ქართველი წინამძღვრის დაკარგვის გამო. მისი გზავნილი მიმართული იყო სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ჩვენი ძმის კათოლიკოსისა და პატრიარქის ელია II-ის გარდაცვალებას. მთელი გულით ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წევრებს და ვავედრებთ უფალსა ღმერთსა მისი სულის საცხონებლად. " - წერია წერილში.

სამძიმრის წერილში პატრიარქმა იოანე X-მ განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებით მიიღო პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. მან გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს და აღნიშნა, რომ მათ საყვარელი მწყემსი დაკარგეს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიოქიის ეკლესია უერთდება ლოცვას გარდაცვლილი პატრიარქის სულისთვის და უფალს სთხოვს მას საუკუნო განსვენება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics