|
2026-03-16 14:57:33, 5773 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მინისტრი პლასტიკატის აკრძალვაზე - ბიზნესის მიდგომა არის პასუხისმგებლობიანი გარემოს მიმართ
ივანიშვილის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პლასტიკის შეფუთვის აკრძალვაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ეს დიდი გამოწვევაა ჯანმრთელობის ნაწილში". სონღულაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბიზნესებთან კონსულტაციები გაიარეს და პლასტიკის შეფუთვის აკრძალვით " ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების". "ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ერთის მხრივ ნარჩენების მართვის ნაწილში, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის ნაწილში. ეს ორივე მიმართულება იყო მოტივატორი იმის, რომ ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები იყო გამართული. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როდესაც ერთი მიმართულება იცვლება, იქ აუცილებლად ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების. ბიზნესი ყოველთვის აკეთებს ადაპტირებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ბიზნესის მიდგომა არის პასუხისმგებლობიანი გარემოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შესაძლებლობა იმის, რომ გარემოზე იზრუნონ". - თქვა სონღულაშვილმა BMG-სთან. ცნობისთვის, 027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)