|
2026-03-15 22:24:13, 4527 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - ჩემი მეუღლე მიემგზავრება აშშ-ში მელანია ტრამპის მიწვევით
"საქართველოს პირველი ლედი" თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება. განაცხადა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში. „მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება. ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)