|
2026-03-14 17:02:24, 4228 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სამწუხარო მოვლენაა, თუმცა არ შეფერხდება ქართული რაგბის განვითარება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მორაგბეების დოპინგსკანდალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ქართული რაგბით დღესაც ვამაყობთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ქართული რაგბის განვითარებას. რაც შეეხება დოპინგთან დაკავშირებულ ფაქტს, ეს მოხდა 2023 წელს, იყო ძალიან სამწუხარო. რამდენიმე მოთამაშე იყო ამ ყველაფერში ჩართული და საერთაშორისო კავშირმა მიიღო შესაბამისი ზომები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ბუნებრივია, ქართული რაგბის განვითარება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას. […] ფედერაციაც ჩაიხედავს ამ ყველაფერში, რაგბის კავშირი და ვიმსჯელებთ ყველა ერთად, რაიმე ზომები იქნება მისაღები, მივიღებთ. მთავარია, რომ არ შეფერხდება, არავითარ შემთხვევაში, ქართული რაგბის განვითარება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები." - განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)