16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-14 12:21:49, 3786 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ირანს ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვით დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვის კამპანია“ გამოაცხადა. ამის შესახებ, პრეზიდენტმა "ტრუს სოციალზე' დაწერა.

მან განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვის კამპანია“ განახორციელა, მთლიანად გაანადგურა ყველა სამხედრო ობიექტი ხარგის კუნძულზე (კუნძული სპარსეთის ყურეში, რომელიც ირანის ნავთობპროდუქტების 90%-მდე ექსპორტის საზღვაო პორტია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა).

„ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს, მაგრამ წესიერების პატივისცემის გამო, მე გადავწყვიტე, არ გავანადგურო კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გადადგამს რაიმე ქმედებას, რომელიც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას.

ირანს არ შეუძლია დაიცვას ის, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ თავდასხმის - მათ ამის შესახებ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ! ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ვერ შეძლებს საფრთხე შეუქმნას შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს ან, სხვათა შორის, მსოფლიოს! ირანელი სამხედროები და ყველა სხვა, ვინც ამ ტერორისტულ რეჟიმშია ჩართული, გონივრული იქნება, თუ იარაღს დაყრიან და გადაარჩენენ იმას, რაც მათი ქვეყნიდან დარჩა, რაც ძალიან მცირეა!“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics