12:50 - 20 Aug, 2026
|
2026-03-12 18:02:27, 4212 ნახვა
საზოგადოება
სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებიდან, მეწყრული ზონიდან კიდევ შვიდი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა განაცხადა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან ჯამში გაყვანილია 45 ოჯახი. ადგილიდან, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მოსახლეობა უკვე გასახლებულია და ოჯახები აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან. სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)