20:16 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 14:08:36, 2514 ნახვა

პოლიტიკა
WSJ: საუდის არაბეთი მილიონობით დოლარის ღირებულების უკრაინული დრონების შეძენას გეგმავს

საუდის არაბეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დრონების შესაძენად, რომლებიც ირანული დამრტყმელი უპილოტო აპარატების, „შაჰედების“ წინააღმდეგ გამოიყენება. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო გარიგების ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს, თუმცა შეთანხმებაზე საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა.

ამასთან, საუდის არაბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების შეძენაზეც. უკრაინული ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც — კერძოდ, ყატარის წარმომადგენლები უკრაინაში ჩავიდნენ, რათა გაეცნონ უპილოტო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემებს.

WSJ აღნიშნავს, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების გარდა დრონ-გამანადგურებლებსაც იყენებს, რომლებიც მტრის უპილოტო აპარატებს ეჯახებიან ან მათთან ახლოს ფეთქდებიან. გარდა ამისა, უკრაინა ეფექტურად იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რომლებიც დრონების საკომუნიკაციო სიგნალებს ახშობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics