|
2026-03-10 14:22:52, 2436 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის მიერ მოჯთაბა ხამენეისთვის მილოცვის შემდეგ, ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელის საელჩო საქართველოში ირაკლი კობახიძის მილოცვის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეის ვინაობისა და რაობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. "სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა - არა. მოჯთაბა ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე. წლების განმავლობაში იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი-ჯგუფებს უჭერდა მხარს. ეს არის სწორედ ის სისტემა, რომელმაც ჩაახშო განსხვავებული აზრი საკუთარ ქვეყანაში, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ოპონენტები და გააღვივა კონფლიქტები ირანის საზღვრებს მიღმაც. ადამიანი, რომელიც ახლა ირანის რეჟიმს ხელმძღვანელობს, არის როგორც პროდუქტი, ასევე არქიტექტორი იმავე რეპრესიებისა და დესტაბილიზაციის მექანიზმისა, რომელმაც განსაზღვრა ალი ხამენეის ეპოქა." - წერს საელჩო სოციალურ ქსელში. ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)