20:43 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 14:48:59, 1971 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ების ნაწილი 7 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 7 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს ფილარმონიიდან პარლამენტამდე, სახელწოდებით - ''ძალა ერთობაშია''.

როგორც მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შაბათს დაგეგმილი მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, რათა ერთად იმოქმედონ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

"საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება უწყვეტი სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია ყველა მოქალაქის ღირსეული ცხოვრება და დაცულობა.

დღეს, ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობითი მოდელის მქონე, მცირე ჯგუფის მიერ იმართება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ქართველი ხალხის დაყოფისა და ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის გამოყენებით ახერხებს.

ქართველი ხალხის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ივანიშვილის მიერ ინიცირებული შუა გაკრეფის გზა და ხალხის ხელოვნურად ერთმანეთთან დაპირისპირება დასასრულებელია. ქართველებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენი ხალხი ცხოვრობს საერთო პრობლემებითა და საერთო მომავლის რწმენით.
საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია ერთიანი სტრატეგით არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის გაძლიერება, სწორედ უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მივესალმებით პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ალიანსის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოიცვას სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფებიც.

დადგა დრო, ყველამ ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებაზე - გავაძლიეროთ ყველაფერი, რაზეც ვთანხმდებით, და შევასუსტოთ ის, რაც გვყოფს. ეს ჩვენს ხელშია. მხოლოდ საერთო თანხმობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას და საქართველოს დაბრუნებას ევროპული კეთილდღეობის გზაზე.

ამიტომ, ამ შაბათის მარში ეძღვნება ერთიანობის იდეას, საერთო მიზნის გარშემო საზოგადოების მზადყოფნას, ერთად იმოქმედოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ფართო საზოგადოებას აკისრია. გაზაფხული ყოველთვის ნიშნავს განახლებას, სიცოცხლეს და ახალი ეტაპის დაწყებას. სიმბოლურია, რომ გაზაფხულის დაწყებასთან ერთად გადაიდგა პირველი არსებითი ნაბიჯები ამ ერთიანობის საჩვენებლად, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა გვაქვს გასაწევი.

ამიტომ, შაბათის მარშის სახელი, ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური დევიზი - ''ძალა ერთობაშია'' - იქნება'', - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics