|
2026-03-02 20:51:47, 2016 ნახვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე- ეს დღე უდა იქცეს ისტორიულ დღედ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, "ოპოზიციის ალიანსი" საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე შეთანხმდა. "შეიქმნა "ოპოზიციის ალიანსი", რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე ისევე, როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე. მე მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ახლა ამ ოთახში არის, ძირითადად მათი ნამუშევარია ის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ დაიდო უკვე მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით. ამიტომ, დიდი შრომა აქვთ ჩადებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შეთანხმება შედგა. ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი დღე და მე მინდა, რომ ყველამ, ჩვენ, მათ შორის იმ პარტიებმა, რომლებიც ოთახში არიან, ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ და იქცეს ისტორიულ დღედ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. "დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)