|
2026-02-17 09:46:07, 6921 ნახვა
სპორტი
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ისტორია ოლიმპიური მედლის მოპოვებით დაწერა
მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაიწერა. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენლებმა ზამთრის ოლიმპიურ სარბიელზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ისტორია მილანის ყინულის დარბაზში დაწერა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მედლის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი განაცხადი მოკლე პროგრამაში დაკავებული მეორე ადგილით გააკეთეს, რაც თავის მხრივ, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი იყო. ჩვენმა მოციგურავეებმა წარმატებული სვლა გააგრძელეს თავისუფალ პროგრამაშიც, რომლის შედეგებითაც უნდა გამოვლენილიყო მედალოსნები. საქართველოს ნაკრების წევრებმა მსაჯებისგან 146.29-ქულიანი შეფასება მიიღეს და თავისუფალში მეორე ადგილზე გავიდნენ, ორივე პროგრამის შედეგად კი 221.75 ქულა დაუგროვდათ და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონობა მოიპოვა რიკუ მიურას და რიუიტი კიჰარას იაპონელთა წყვილმა. ბრინჯაოს მედალი ერგოთ გერმანელებს ფაბიენ ჰასე მინერვას და ნიკიტა ვოლოდინს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის და მისიის ხელძღვანელებმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მიულოცეს ეს დიდი გამარჯვება ჩვენს მედალოსნებს და მათ მწვრთნელებს. " 2026 წლის 16 თებერვალი მართლაც განსაკუთრებული დღე გამოდგა ჩვენი სპორტისთვის-ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ეს მართლაც დიდი წარმატებაა. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მილანში იშვიათი ოსტატობა და ნებისყოფა გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულად დაიკავეს ადგილი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. ვულოცავ ჩვენს მედალოსნებს, მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, სპორტის გულშემატკივრებს, მთელ საქართველოს" - განაცხადა სეოკის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 17 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით ასპარეზობას შეუდგება ანასტასია გუბანოვა.
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)