|
2026-02-10 11:57:04, 349 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო; ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და საქართველოს წამყვანი კომპანიების დაკავშირება. ღონისძიებაზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევა თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ წარადგინა. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, 2019-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. ბაზრის 68%-ს თბილისი იკავებს, ხოლო 21%-ს - ბათუმი. დედაქალაქში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იყიდება (80%), ხოლო ბათუმში - საინვესტიციო მიზნით (85%). მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა ბაზარზე 2022 წელს დაფიქსირდა და 29.5% შეადგინა, რაც უმთავრესად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა გააძლიერა უძრავი ქონების მიმართ ინტერესი როგორც გაქირავების, ისე ყიდვის მიმართულებით. მომდევნო წლებში მოთხოვნამ ნორმალიზება დაიწყო და 2024-2025 წლებში 5.6-6.0%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდა 4.5%-ითაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ფასებს, 2019-2025 წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება თბილისში წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. მიმდინარე წელს კი, თიბისი კაპიტალი ფასების 3.2%-ით მატებას პროგნოზირებს. 2022 წელს მოიმატა გასაქირავებელმა ფასმაც, ბაზარმა ნორმალიზება 2023 წლის მარტიდან დაიწყო. 2025 წელს კვადრატული მეტრის გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა და $10.4 შეადგინა. 2026 წელს კი მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი აღარ არის. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქირის მაჩვენებელში მცირედი კორექტირება გაგრძელდება და 2.1%-ის ფარგლებში შემცირდება. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების პოტენციური მიწოდება მზარდია: 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 2%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება.
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)