07:55 - 16 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 11:40:51, 311 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში  შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

ვახტანგ ბუცხრიკიძე: 

თიბისი ჯგუფის და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  და  ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. 

გიორგი თხელიძე: 

თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას), რომელიც თიბისი ბანკს 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თიბისი ბანკში იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის  პოზიციას. 

გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას.

გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში. 

თორნიკე გოგიჩაიშვილი: 

თიბისი ბანკის დირექტორმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) და მაღალშემოსავლიანი მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, 8 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ თანამდებობა დატოვა და პროფესიულ საქმიანობას თიბისის გარეთ განაგრძობს. 

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩეხეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზიდენტის მხარდასაჭერად
ზელენსკიმ ორბანს მადლობა გადაუხადა: ის გვაძლიერებს, უკეთეს გვხდის
კალა-უშგულის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
დოროთე ყურაშვილის 90 წლის დედა, რომელიც მონაზონია სხვა დედაოებთან ერთად ბეთლემის ტაძრიდან გამოაგდეს - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი