|
2026-02-09 10:56:57, 875 ნახვა
საზოგადოება
მედია: ინდოეთმა კონტრაბანდის ბრალდებით 3 ტანკერი დააკავა, რომლებიც ირანთანაა დაკავშირებული
ინდოეთის სანაპირო დაცვის მიხედვით, კონტრაბანდის ბრალდებით არაბეთის ზღვაში სამი ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს. ამავდროულად, ირანული მედია და ტანკერების მონიტორინგის სერვისი, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული ხომალდები ირანთან არის დაკავშირებული. ინდოეთის სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, ნავთობის გადაზიდვის უკანონო საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში "თვალთვალისა და კანონზომიერებების ინფორმაციის ანალიზის" შემდეგ ქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 100 საზღვაო მილის დაშორებით 3 ხომალდი დააკავეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებს კონფლიქტური რეგიონებიდან იაფი ნავთობი გადაჰქონდათ და სანაპირო სახელმწიფოებში განბაჟებას თავს არიდებდნენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული შემოწმებისა და დაკითხვის შემდეგ სანაპირო დაცვამ ქსელის მეთოდები და "გლობალურ ქსელთან" კავშირი გამოავლინა. ინდური მხარის განცხადებაში ირანი ან სანქციების დარღვევა ნახსენები არ არის. თუმცა, ტანკერების მონიტორინგის ფირმა, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული სამი ხომალდებია AL JAFZIA, ASHPALT STAR და STELLAR RUBY, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. ფირმის მიხედვით, STELLAR RUBY ირანის დროშის ქვეშ დაცურავდა. ამასთან, ირანული მედია ასევე წერს, რომ დაკავებული სამი ტანკერი ირანთან არის დაკავშირებული და 2025 წლის შემდეგ აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)