|
2016-03-29 16:27:08, 1329 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: დავით საყვარელიძე ოდესის მაფიის ხელმძღვანელის წერილის საფუძველზე მოხსნეს
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, საყვარელიძის გათავისუფლება ოდესის მაფიის ხელმძღვანელის კივალოვისა და გოლუბევის წერილის საფუძველზე მოხდა. „მე ვიყავი მოწმე იმისა, რომ, როდესაც დავით საყვარელიძე ოდესაში დანიშნეს, პრეზიდენტმა მისცა მას მანდატი, დამხმარებოდა მაფიასთან ბრძოლასა და წესრიგის დამყარებაში. მან დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების სააშკარაოზე გამოტანა იმ მაქინაციებისა, რომელიც დაკავშირებული იყო კივალოვთან, დაკავშირებული იყო ოდესის ოლქის ქალაქის მერებთან, ასევე, პეტრო პოროშენკოს ბლოკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. დღეს, ის მოხსნეს ოდესის მაფიის ხელმძღვანელის კივალოვისა და საერთაშორისო თაღლითის გოლუბევის წერილის საფუძველზე. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივების ოფიციალური მოთხოვნით, რომლებიც სეპარატიზმში არიან შემჩნეულები, ეს ქვეყნისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, თავისი პოზიცია ნათლად, მკაფიოდ და მკვეთრად უნდა ჩამოაყალიბოს, არა იმიტომ, რომ ეს იქნება ნებისმიერი ჩვენგანის სასარგებლოდ, არამედ ეს იქნება კარგი სახელმწიფოსთვის, მთლიანობისათვის და უკრაინის მომავლისთვის“,- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადააყენეს. გენპროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას. მოგვიანებით, უკრაინის რადამ თანამდებობიდან უკრაინის გენერალური დირექტორი ვიქტორ შოკინიც გადააყენა. მის გადაყენებას მხარი 289 პარლამენტარმა დაუჭირა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)