|
2026-02-03 11:19:16, 1344 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი, განაგრძობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 10 თებერვალს ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართება, რომელსაც ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს მეწარმე ქალებს თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი, პრაქტიკული მიდგომების დანერგვაში, რაც გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების პრაქტიკული მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ ახალი იდეები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. ღონისძიება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე. საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)