|
2026-02-02 12:37:12, 892 ნახვა
საზოგადოება
შსს: გარდაბანში ცოლად შერთვის მიზნით 19 წლის გოგო გაიტაცეს, იძალადეს - დაკავებულია 3 პირი
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი: 1996 წელს დაბადებული ქ.კ., 1992 წელს დაბადებული ს.კ. და 1997 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი ქალია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.კ.-მ თანამზრახველებთან - ს.კ.-სთან და ე.ბ.-სთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს" - აცხადებს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)