|
2026-02-02 12:10:53, 478 ნახვა
სხვადასხვა
დოკუმენტებში პედოფილ ეპშტეინს პუტინის ქონების მმართველად ასახელებენ, სადაც პუტინის სახელი 1055-ჯერ არის ნახსენები
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებში, სააგენტოს ცნობით, ამერიკელი ფინანსისტი აღწერილია, როგორც ვლადიმერ პუტინის „სიმდიდრის მენეჯერი“. სადავო დოკუმენტი წარმოადგენს 2017 წლის 27 ნოემბრის FBI-ის ანგარიშს, რომელიც ეფუძნება კონფიდენციალური წყაროს ჩვენებას. დოკუმენტის თანახმად, ეპშტეინი ასევე „მსგავს მომსახურებას უწევდა“ ზიმბაბვეს ყოფილ დიქტატორ რობერტ მუგაბეს. სულ დოკუმენტების ახალ პარტიაში პუტინის სახელი 1055-ჯერ არის ნახსენები, ხოლო სიტყვა „რუსეთი“ - 5876-ჯერ. მასალები ასევე შეიცავს მიმოწერას, რომელშიც ეპშტეინი პუტინთან შესაძლო შეხვედრებს განიხილავს. მაგალითად, 2010 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ ელექტრონულ ფოსტაზე ეპშტეინს ეკითხებოდნენ: „იყო თუ არა პუტინი თქვენს ნავზე?“. იმავე წლის ნოემბერში, რუსეთის ვიზაზე განაცხადის შეტანისას, ფინანსისტმა იკითხა: „მყავს პუტინის მეგობარი, უნდა ვკითხო მას?“. 2011 წლის აგვისტოში მან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მყოფ ბიზნესმენს მისწერა, რომ „პუტინი შეიძლება აშშ-ში ჩამოვიდეს, მირჩევნია, აქ შევხვდე“. განსაკუთრებით აქტიური მიმოწერა ჰქონდა ამ თემაზე ევროპის საბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან. 2013 წლის მაისში ეპშტეინმა მას მისწერა, რომ „პუტინი პარიზში ვახშამზე იყო მიწვეული, რომელსაც ბილ გეითსი დაესწრებოდა“. 2014 წლის იანვარში ეპშტეინმა იაგლანდს სთხოვა „პუტინისთვის აეხსნა“, რომ რუსეთს „ბიტკოინის უფრო მოწინავე ვერსია“ სჭირდებოდა. 2017 წლის ოქტომბერში მან კვლავ დაუკავშირდა პოლიტიკოსს და სთხოვა, პუტინთან ციფრული ვალუტების საკითხი განეხილა, ხოლო 2018 წლის ივნისში მან მისწერა, რომ „ძალიან სურდა პუტინთან შეხვედრა“ და მზად იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად. დოკუმენტებში არ არის დაზუსტებული, რეალურად შედგა თუ არა ეპშტეინის შეხვედრა პუტინთან. ჯეფრი ეპშტეინმა 2008 წელს პროსტიტუციის ქსელის ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და 2019 წელს კვლავ დააკავეს ბავშვთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, მის საცხოვრებელში მინიმუმ 40 არასრულწლოვანი გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2019 წლის აგვისტოში ეპშტეინმა ციხეში თავი მოიკლა. მის თანამზრახველს, გისლენ მაქსველს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჩეხეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზიდენტის მხარდასაჭერად
ზელენსკიმ ორბანს მადლობა გადაუხადა: ის გვაძლიერებს, უკეთეს გვხდის
კალა-უშგულის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
დოროთე ყურაშვილის 90 წლის დედა, რომელიც მონაზონია სხვა დედაოებთან ერთად ბეთლემის ტაძრიდან გამოაგდეს - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტს შეუტიეს
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)