|
2026-01-28 15:32:33, 1355 ნახვა
ეკონომიკა
მედიკემენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია - PSP ჯგუფი
PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მედიკამენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია და ქვეყანაში წამლების რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი 2022 წლიდან მოქმედებს. „ფასების სამთავრობო კომისიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა პოზიციები გააზიარეს, თუმცა კონკრეტულად არაფერზე შეთანხმებულან. PSP ჯგუფში მიაჩნიათ, რომ მედიკამენტების ფასების შემცირების კიდევ ერთი სივრცე ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაშია. „რეფერენტულ ფასებზე იყო საუბარი. საქართველოს აფთიაქებში რეფერენტული ფასი 2022 წლიდან არის. რაც ძალიან კარგია. მედიკამენტების ფასების შემცირების სივრცე, ჩვენი აზრით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაშია, მედიკამენტების უფრო დიდ ჩამონათვალზე გავრცელებაში. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ზუსტად არ ვიცი შეიქმნება თუ არა, ჩვენ ყველაფერში ჩავერთვებით. ჩვენი ინტერესია, რომ მოსახლეობამ იაფი მედიკამენტები მიიღო. ამ მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგმულია, რომ მედიკამენტების 70%-ზე ფასი დარეგულირებულია და ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია. ზოგადად, ძვირიან მედიკამენტებს თუ ჩვენი ჯიბე ვერ გასწვდება ეს პრობლემაა და ამას ქვეყანაში მშპ-ს ზრდა და მოსახლეობის შემოსავლის ზრდა სჭირდება. ჩვენი აზრია, რომ ადგილობრივი წარმოების წილი უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უნდა დაეწიოს იმ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივად აწარმოებენ მედიკამენტებს“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)