|
2026-01-24 21:46:42, 725 ნახვა
კომენტარი
დმიტრი გორდონი: საქართველო დღეს ფაშისტური რუსეთის მოკავშირეა
როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს – რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმები კი დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა, ფორმულას გადაცემა “გეოპოლიტიკაში” ისაუბრა. “ჩვენ ვხედავთ, როგორ შორდება საქართველო ევროკავშირს და მიექანება რუსეთისკენ. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა, რომელიც პუტინმა დაუსახა. მაგრამ მე ერთი ვიცი: როგორც კი უკრაინა დაამარცხებს ფაშისტურ რუსეთს — რუსეთი დაინგრევა, მასზე დაყრდნობილი რეჟიმებიც დაეცემა. დაეცემა ივანიშვილიც, და სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. რუსეთი კი არ კარგავს, მან უკვე დაკარგა სომხეთი და აზერბაიჯანი. მე მჯერა რომ კარმა დაეწევა ყველას, საზოგადოების განვითარების ისტორია და კანონზომიერება ასეთია, რომ ბოროტება და სიბნელე აუცილებლად დამარცხდება, დიდხანს ვერ გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სტრატეგიულია რუსეთისთვის. ამაში დიდი წვლილია, სამწუხაროდ, ქართველებისაც, რადგან ერთ-ერთი ჩამოსვლისას, მე ვიყავი საქართველოს კულტურულ ელიტასთან, არტისტებთან, ვარსკვლავებთან. არ მინდა ახლა მათი სახელებისა და გვარების დასახელება. მე ვაქებდი მიშას. მან რამდენი რამ შეძლო და ახლა გული მტკივა, რომ ქართველმა ხალხმა ის ციხიდან ვერ გამოიხსნა. ისინი მომიბრუნდნენ და მითხრეს – რა მიშა, მადლობა ბიძინას რომ ის ყოველთვიურად 300 დოლარს გვიხდის… ძალიან სამწუხაროა, რომ 300 დოლარად შეიძლება პატივსაცემი ხალხის ყიდვაც კი. საქართველო დღეს ფაშისტური რუსეთის მოკავშირეა. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, პუტინის მორჩილი იარაღია. ის პუტინის ოლიგარქია, რომელიც პუტინისა და გაზპრომის ფულით მოვიდა ხელისუფლებაში, მის ირგვლივაც რუსული აგენტურაა თავმოყრილი. ძალიან არ მსიამოვნებს იმის თქმა, რომ მის წრეში აღმოჩნდა კახა კალაძეც, შესანიშნავი ფეხბურთელი. კიევის დინამოში, მოგვიანებით მილანში ის ანდრეი შევჩენკოს გვერდით თამაშობდა. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა და კიევი უყვარდა, დღეს ასე საზიზღრად ექცევა უკრაინას.” განაცხადა გორდონმა.
ჩეხეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზიდენტის მხარდასაჭერად
ზელენსკიმ ორბანს მადლობა გადაუხადა: ის გვაძლიერებს, უკეთეს გვხდის
კალა-უშგულის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
დოროთე ყურაშვილის 90 წლის დედა, რომელიც მონაზონია სხვა დედაოებთან ერთად ბეთლემის ტაძრიდან გამოაგდეს - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს პორტს შეუტიეს
ზელენსკი: ჩვენ პარტნიორებთან 24 თებერვლამდე მასშტაბურ დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)