02:12 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 15:19:57, 433 ნახვა

საზოგადოება
ინტერნეტით ამონაწერის განახლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოპულარული ელექტრონული სერვისია

ბიზნესსუბიექტის შესახებ ამონაწერის ინტერნეტით განახლების  სერვისით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, გასულ წელს ელექტრონული ამონაწერის მომსახურებით 9103-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2013 წელს ინტერნეტით ამონაწერი 6469-მა პირმა განაახლა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბიზნესსუბიექტის შესახებ დაინტერესებულ პირებს ამონაწერის განახლებას სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ის და www. my.gov.ge-ის დახმარებით სთავაზობს. მომხმარებლებს ნებისმიერ დროს საშუალება აქვთ, ამონაწერის მისაღებად ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა  შეავსონ, მომსახურების საფასური  ელექტრონულად, საბანკო პლასტიკური ბარათით გადაიხადონ და ამონაწერი განსაზღვრულ ვადაში ასევე ელექტრონულად მიიღონ.

ელექტრონული ამონაწერის მზადყოფნის შესახებ მომხმარებელს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება. სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერის მიღება დაინტერესებულ პირს ასევე ვებგვერდის საშუალებით შეუძლია.

ელექტრონული ამონაწერის სერვისი ბიზნესსუბიექტებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათ დროისა თუ ხარჯების დაზოგვის საშუალებასაც აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს. მომხმარებლებს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა და განახლებული ელექტრონული ამონაწერის იმავე დღეს მიღებაც შეუძლიათ.

გარდა ამისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა  ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი საფასური გარეშე მოიძიოს, ვინ არიან ამა თუ იმ ბიზნეს კომპანიის მეწილეები, მფლობელები, დამფუძნებლები, მიიღოს ინფორმაცია წილების რაოდენობისა და რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესახებ.

ცნობისთვის, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონული პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ამოქმედების შედეგად, საჯარო ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თავად ინფორმაციის მიღების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics