|
2026-01-20 02:31:23, 1458 ნახვა
სამართალი
ციხესთან პოლიტპატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები
ისევ მოლოდინი რუსთავის ციხესთან" - წერს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი [Mo Se] და ფოტოებს აქვეყნებს. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ძმა რუსთავის ციხესთან მივიდა. რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ამ დრომდე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პროდასავლურ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები. იქ არიან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის ძმებიც. მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა 19 იანვარს 159 პირი შეიწყალა, არსებობს მოლოდინი, რომ ამ სიაში, შესაძლოა, პროდასავლურ აქციებზე დაკავებული პირებიც იყვნენ. თუმცა, მათი ჩამონათვალი ამ დრომდე უცნობია. მოქალაქეები იმყოფებიან გლდანის ციხესთანაც შეწყალების აქტის გამოცემიდან საათზე მეტი გავიდა, თუმცა პენიტენციური დაწესებულება ჯერ არც ერთ შეწყალებულ პატიმარს არ დაუტოვებია
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)