|
2026-01-16 13:08:32, 1285 ნახვა
ეკონომიკა
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ. უკვე მეორე წელია, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო ოცწლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო. საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ბოლო მონაწილეობა 2024 წელს იყო. პრემიერის პოსტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ცნობისთვის: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა "დიალოგის სული" (A Spirit of Dialogue). დავოსის ფორუმზე დასწრება უკვე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)