22:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 13:26:44, 620 ნახვა

სამართალი
ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება - სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა. საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

"გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიება, სავარაუდოდ, ეხება 13 იანვარს ტელეკომპანია ფორმულას მიერ გადაცემა ნამდვილ ამბავში გავრცელეებულ ინფორმაციას, რომ 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც მოცემული იყო ქართული ოცნების გაზპრომთან გარიგების დეტალები, რომელიც 10 წელია საიდუმლოა. ინფორმაცია საიტიდან 13 იანვარს, გადაცემის ანონსის გამოსვლის შემდეგ გაქრა, ფორმულას კი უწყებაში უთხრეს, რომ ის არც გამოქვეყნებულა.

13 იანვარს რუსულმა სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics