|
2026-01-12 11:59:25, 488 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ
ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 261 პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოაცხადა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ ამის შესახებ X-ში დაწერა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მონაწილეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის კომენტირებისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. „აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, ჩაიდინა სისასტიკე და დათესა ძალადობა. მათ ადგილი არ აქვთ ესტონეთში ან შენგენის ზონაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ცახნამ. მისი თქმით, ესტონეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა „ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის კარები დაკეტილი იყოს“. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც იგივე გააკეთონ. დეკემბრის ბოლოს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ გამოაცხადა რუსეთიდან 14 სპორტსმენისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ ციგურებით სრიალის შეჯიბრებამდე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვამ რუს რეპერ ალიშერ მორგენშტერნს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)