|
2026-01-10 12:08:26, 1032 ნახვა
მსოფლიო
TIME: ირანში საპროტესტო აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანის ექვს საავადმყოფოში მომიტინგეებს შორის სულ მცირე 217 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა „ცოცხალი ტყვიებით“ მოხდა, განუცხადა TIME-ს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა. მან დასძინა, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები ამოიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მონაცემებისგან. ამ უკანასკნელის ცნობით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 49 მშვიდობიანი მოქალაქე. ირანში ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. გუშინ ღამით მომიტინგეებმა თეირანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ანტისამთავრობო ლოზუნგები სკანდირებდნენ. ასევე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ადამიანები შაჰის ეპოქის ირანულ დროშებს მაღლა სწევენ და კედლებზე „დიდხანს იცოცხლოს შაჰმა“-ს წერენ. ამავდროულად, პროსამთავრობო მედია საშუალებები ქვეყნის ქუჩებში ნგრევის კადრებს აქვეყნებენ და არეულობის ინსპირატორებს ადანაშაულებენ, რომლებიც „საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხალხის ქონებას ანადგურებენ და ღიად გამოხატავენ მტრულ დამოკიდებულებას ირანის ხალხის მიმართ“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)