15:01 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 13:02:54, 864 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: უკრაინა და მოლდოვა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში

უკრაინა და მოლდოვა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

"ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. ხშირად გვესმის თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, რომ აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ვხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას, იმისთვის, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება. როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მხარდაჭერაში, როდესაც წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ საქართველოში. ამ ნეპალის მოწყობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთ ევროკავშირელს ქართველი ხალხისთვის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ნეპალის სცენარის ორგანიზატორებს გამოუცხადა პრინციპში, ევროკომისიამ ევროკომისიის პრესსპიკერის პირით.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას. უსამართლობაზე აღარ ვიტყვი ამ კონტექსტში, საქართველოს და მოლდოვა-უკრაინის შედარებისას. ეს უბრალოდ ქართველ ხალხს დაგვცინიან. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში, წინ არიან საქართველოზე. რა თქმა უნდა, წინ არიან ისინი ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ჩვენ ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. ამაში ვერ ვჯობნით. თუმცა ვჯობნით სხვა ყველა პარამეტრში. ვჯობნით ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით." - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics