|
2026-01-07 11:58:52, 878 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პოლიტპატიმრებზე - რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია
შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პროევროპულ აქციებზე დაკავებულებზე. "მე არ ვიყავი მონაწილე ამ ამბების. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რამდენჯერმე მიმართა წმინდა სინოდმა ხელისუფლებას სხვადასხვა დროს მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე და ბოლოს სინოდის კრებაზე მივიღეთ დადგენილება და ეს დადგენილება გავუგზავნეთ მაშინდელ პრეზიდენტს და უარი თქვა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა... ვერ გეტყვით. პატრიარქმა ერთხელ თქვა, რომ საერთოდ ციხე არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდესო და პირადად ჩემი პოზიციაც ესაა, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია… ჩემი აზრია, რომ ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებას შვენის ამ მოწყალების გამოვლინება. მაშინაც კი, თუ ეს მოწყალება მისთვის რაღაცა საფრთხისშემცველია. მაინც უნდა გააკეთონ, ჩემი აზრი ასეთია. ჩემი პოზიცია ეს არის, რომ საერთოდ ადამიანს ლაპარაკის უფლება უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში და სამართლებრივ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს და დარღვევებიც, რა თქმა უნდა, უნდა აღიკვეთოს, ორი აზრი არ არსებობს... ამ შემთხვევაში მე არ ვარ გარკვეული კარგად პოლიტიკურ მოვლენებში, თუ რისი მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობს, მე ზუსტად არ ვიცი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი - იმიტომ კი არა რომ არ მჯერა - მე იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან"
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)