02:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 14:18:52, 326 ნახვა

საზოგადოება
გეგი ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს  ნიჟარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური თავის საქმიანობას აგრძელებს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური თავის საქმიანობას აგრძელებს.  ერთი უღირსი ადამიანის გამო, იქ მომუშავე კეთილსინდისიერ ადამიანებს ჩრდილი ვერ მიადგება“, – განაცხადა გეგი ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით,  ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics