|
2026-01-01 12:29:32, 1535 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. ცვლილება გათვალისწინებული იყო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე ამოქმედდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერები უკვე თითქმის 594 ლარს იღებენ. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარია. პენსიასთან ერთად, გაიზარდა სოციალური გასაცემელიც:
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს ბიუჯეტი 800 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2025 წელს 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენდა (მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარი), ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 450 ლარს იღებდნენ, მაღალმთიან რეგიონებში კი - დაახლოებით 540 ლარს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)