16:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 11:16:13, 943 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორეში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" ერთ-ერთმა ყოფილმა განშტოებამ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაჯგუფება "ჯამაათ-ულ-აჰრარმა" განაცხადა, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. თავდასხმა ბავშვების სათამაშო მოედანზე მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, მათ შორის არის 30 ბავშვი.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაშავებულია 300-მდე ადამიანი. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ყველა ადგილობრივი საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

პაკისტანის პრეზიდენტმა მომხდარი მკაცრად დაგმო. რეგიონულმა მთავრობამ კი სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ცნობისთვის, "ჯამაათ-ულ-აჰრარი" "ტეჰრიკ-ე თალიბანის" პაკისტანური დაჯგუფების ერთ-ერთი ყოფილი ნაწილია. მას ბოლო თვეების განმავლობაში პაკისტანის მასშტაბით არაერთი თავდასხმა აქვს განხორციელებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics