14:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-20 12:13:36, 20808 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის ხმაურიანი საქმიდან ათასობით გვერდი გამოაქვეყნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პედოფილიაში ბრალდებული ფინანსისტის, ეპშტეინის წინააღმდეგ საქმიდან დოკუმენტების პირველი ათასობით გვერდი გამოაქვეყნა, თავად ფინანსისტი ციხეში გარდაიცვალა.

ეპშტეინი 2019 წლის 6 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ 2002-დან 2005 წლამდე მან ათობით არასრულწლოვანი გოგონასთვის, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო, თავის მანჰეტენზე მდებარე სახლში ვიზიტები მოაწყო. მის ნაცნობთა წრეში მრავალი გავლენიანი ადამიანი შედიოდა, მათ შორის აშშ-ის და უცხოელი მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები, ცნობილი მეწარმეები და შოუბიზნესის ცნობილი სახეები.

გამოქვეყნებული დოკუმენტების პირველი პარტია შეიცავს 300 000-ზე მეტ გვერდს და ათასობით ფოტოსურათს ცნობილი ფიგურების, მათ შორის ბილ კლინტონისა და დონალდ ტრამპის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics