|
2025-12-15 10:35:57, 6756 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა - სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა 15 დეკემბრის ღამეს მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში ისმოდა. დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა. სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებზე მუშაობენ. არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტევა მოსკოვზე 14 დეკემბრის საღამოდან გრძელდება. მანამდე აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირის მცხოვრებლებიც ავრცელებდნენ ცნობებს. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 - მოსკოვის რეგიონის თავზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)