11:22 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 15:57:24, 2998 ნახვა

პოლიტიკა
20 ივნისს დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე.

ხოლო მე-11 მუხლის ფარგლებში დადგინდა 11 განმცხადებლის წინააღმდეგ აქციის დაშლის დროს ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებაც.

2019 წლის 20 ივნისს "ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება. 

პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა. 

საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics