|
2025-12-10 15:47:31, 1410 ნახვა
პოლიტიკა
ბოჟაძე: ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყოს ერთიან სივრცეში - ასეთია გეგმა
ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყოს ერთიან სივრცეში - ასეთია "ოცნების" გეგმა - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოხდება როგორც პარლამენტის ასევე სამინისტროების არსებული შენობების პრივატიზება. რაც შეეხება კითხვას, გაიყიდება თუ არა აღნიშნული შენობები, ამას ბოჟაძე ვერ პასუხობს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი თბილისის ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის ბორცვი“) მდებარე „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და წინასწარი პროექტების მოსამზადებლად. პროექტი ითვალისწინებს ქალაქის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება სამთავრობო უწყებები: პარლამენტის შენობა ამ ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია შემდეგი საოფისე შენობების მშენებლობა: ინფრასტრუქტურის სამინისტრო „პროექტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის დაგეგმილ სტრუქტურაში. არსებული ტერიტორია ისე უნდა განვითარდეს, რომ ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდეს და ხელი შეუწყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებულ მიწოდებას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და ოპტიმიზაციას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და შეუფერხებელ ჩატარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)