|
2025-12-08 16:18:31, 993 ნახვა
პოლიტიკა
სანქცირებულმა ხარებამ, რომელიც აქციებზე მოძალადე სპეცრაზმელებს მწვანე შუქს უნთებდა, ტაძრის შენება დააფინანსა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, „სპეცრაზმის“) ყოფილმა უფროსმა, მშვიდობიანი აქციების ჩახშობის საფუძვლით აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ზვიად („ხარება“) ხარაზიშვილმა შიდა ქართლში ტაძრის მშენებლობა დააფინანსა. მისი თქმით, ტაძარი 7 წელი შენდებოდა. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ამავე ტაძარში კვირას, 7 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ამბიონიდან ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ხარაზიშვილს „ტაძრის აშენებისთვის“. საუბარია სოფელ საღოლაშენის წმ. ეკატერინეს ტაძარზე. მიტროპოლიტმა იობმა „ხარებასთან“ ერთად დაასახელა ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი, როგორც „ქტიტორი“, ანუ საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი. „მადლობა ქტიტორებს, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერაზადიშვილს, რომლებმაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს… ღმერთმა შეუწიროს ბატონ ზვიადს, ბატონ სლავას მისი საქმე“, - თქვა მღვდელმთავარმა წირვას ზვიად ხარაზიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)