11:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 14:48:35, 585 ნახვა

პოლიტიკა
ლელო ითხოვს, BBC-ის მასალაზე სუს-ის გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ

„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, სუს-ში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ მსგავსი გამოძიებები ღია უნდა იყოს.

„ვარაუდებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია. 1 კვირის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ პროცესი წასულიყო წინ, დასმულ კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ექსტრემალური ტემპებით ჩქარა გვაჩვენოს, რომ ეს საკითხი დეტალურად გამოიძია, იმ ბრიფინგმა, რომელიც გაიმართა სუს-ში და დააანონსა ე.წ. გამოძიების დასრულება, ამან კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია საზოგადოებაში.

ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანურია. ამ კრიზისიდან გამოსავალია პროცესის ღიაობა, სადაც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იყო განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა წყლის ჭავლში რაიმე მინარევის გაკეთება, ეს მინარევი მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი ღია იქნება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გამოძიებები ღია უნდა იყოს.

მეორე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არსებობდეს პროცესისადმი, ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვა, რომლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც საქართველო არის და რომლის კონვენციის დარღვევა, შესაძლოა, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს ამ საკითხში“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics