16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 12:39:00, 953 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და პარიზში განხორციელებული ტერაქტების უკან მდგარი ტერორისტების ქსელის განადგურება მიმდინარეობს, ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

"ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის სხვა ქსელები. მაშინაც კი, როდესაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების უკან მდგარი ტერორისტების განადგურების პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე კვლავ რჩება", - განაცხადა ოლანდმა.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის პოლიციამ ეროვნებით ფრანგი რედა კრიკეტი დააკავა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარდ გაზნიოვის თქმით, დაკავებულს კავშირი აქვს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებთან.

რედა კრიკეტი კავშირში იყო აბდელჰამიდ აბაუიდთან, რომელიც პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და ის სპეცოპერაციის დროს სამარტალდამცველებმა მოკლეს.

მისი დაკავების შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ქალაქ არჟენტეუილშიც ჩაატარა. ცნობისთვის, ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის არაერთ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics