14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 19:42:05, 939 ნახვა

პოლიტიკა
სტუდენტები: 6 დეკემბერს, 19:00-ზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას

სტუდენტები 6 ოქტომბრის აქციას უერთდებიან. მათი მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ბოლომდე გამოიძიონ, თუ რა ნივთიერებას იყენებდა ქართული ოცნება 2024 წელს ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად.

დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და სტუდენტების წარმომადგენლები შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე, გამართავენ მსვლელობას ფილარმონიიდან რუსთაველამდე.

"ამ წლის 1 დეკემბერს BBC-მ ქართული ოცნების მორიგი დანაშაული ამხილა, გამოძიებამ გააჩინა ეჭვი, რომ სიტყვა ქართულს ამოფარებულმა რუსულმა ოცნებამ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აკრძალული ნივთიერები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შემდეგ კი ისინი დააპატიმრა და წლობით გამოკეტა ციხეში.

ასევე რუსულმა მთავრობამ გაიმეტა სკოლის მოსწავლეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოსთვის. ირაკლი კობახიძე BBC-ს მატყუარებს ეძახის და ამბობს, რომ ყველაფერი "აბსურდია". მაგრამ, ერთი წლის შემდეგაც კი ვერ ბედავენ იმის ჩვენებას, თუ რეალურად რა გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს კი ბუნებრივია, რადგან ქართული ოცნება სიმართლეს მალავს. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხს გამოკვლევენ, მაგრამ დამნაშავე საკუთარ დანაშაულს არასდროს იძიებს.

ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებებისა და მმართველი პარტიის მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, პირდაპირი თავდასხმაა კრიტიკულ მედიაზე. ეს ყველაფერი ავტორიტარული პოლიტიკის ნათელი ნაბიჯებია და ჩვენ, სტუდენტები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ სანამ ქართული ოცნება არ დათმობს მიტაცებულ ხელისუფლებას და სანამ სამართალი არ აღდგება ამ ქვეყანაში ჩვენ არ დავნებდებით.

შაბათს, 6 დეკემბერს, 19 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტის მიმართულებით და მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ საკითხის ბოლომდე გამოძიებას!" - განაცხადეს სტუდენტებმა ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics