|
2025-12-04 11:18:19, 1721 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატის შედეგები ცნობილია
გალტ & თაგარტის მიერ ორგანიზებული თრეიდინგის ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა. ინიციატივა მიზნად საფონდო ბაზრებით დაინტერესებული მომხმარებლების წახალისებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საინვესტიციო შესაძლებლობებთან ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავდა. მონაწილეებს გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე trader.ge რეალურ საინვესტიციო პროცესებში ჩართვისა და საკუთარი სტრატეგიების გამოცდის შესაძლებლობა მიეცათ. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობდნენ, ხოლო ჩემპიონატის მთავარი მიზანი ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევა იყო. საუკეთესო სამეულში მოხვდნენ მონაწილეები, რომლებმაც შემდეგი შედეგი დააფიქსირეს:
გამარჯვებულებმა საერთო $20,000-იანი საპრიზო ფონდიდან შესაბამისი პრიზები მიიღეს: I ადგილის მფლობელმა – $10,000; II – $5,000; III – $3,000; ხოლო ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი $1,000-ით დაჯილდოვდა. „თრეიდინგის ჩემპიონატი იქცა კარგ შესაძლებლობად ყველასთვის, ვისაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. trader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მომხმარებლებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს,“ – განაცხადა დავით ნიშნიანიძემ, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა. გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმისა და საბროკერო სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. https://galtandtaggart.com/
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)