|
2025-12-03 22:25:29, 2238 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, მასში სანქციების მოწოდებაა
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომისიამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს პირველივე მოსმენის დროს, ერთხმად დაუჭირეს მხარი. დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე და მოწოდებაა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, გადახედოს რეპრესიულ კანონმდებლობას. ამასთან, სხვა რიგ პუნქტებთან ერთად, რეზოლუციაში თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, განიხილოს, თუ რა გარემოებებში მიენიჭა საფრანგეთის მოქალაქეს, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და ასევე, თხოვნაა, შესაძლებლად მიიჩნიოს მისი ჩამორთმევა - "მისი [ბიძინა ივანიშვილის] ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს". რეზოლუციაში საუბარია სანქციების მნიშვნელობაზეც, კერძოდ, თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი, ევროკავშირის პარტნიორებთან შეთანხმებით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მითითებული პირების მიმართ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას - მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის - "ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების კვალდაკვალ". ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება - "განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი ახალაზრდების, რომლებიც ისჯებიან დემოკრატიული ჩართულობისთვის". დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ყურადღება საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვისადმი და განიხილონ შესაბამისი რეაგირების ზომები, მათ შორის მიზნობრივი შეზღუდული ინსტრუმენტების გამოყენება, თუ ეს დარღვევები გაგრძელდება. რეზოლუციაში მიმართვაა საფრანგეთის მთავრობისადმი, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს. ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ საჯაროდ დაგმოს საქართველოში გარე ჩარევები, რუსეთის რეჟიმის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე. რეზოლუცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც - "მობილიზებული არიან თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის" და ადასტურებს თავის ერთგულებას - დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების პრინციპებისადმი.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)